ბუღალტერიის თეორიული კურსი+ ORIS + სტაჟირება

ტრენინგ ცენტრი „ნიუ გენი“ აცხადებს მიღებას ბუღალტერიის 3 თვიან კურსზე.

>პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან. კურსი მოიცავს როგორც ბუღალტრულ აღწერას, ასევე საგადასახადო საქმის საკვანძო საკითხებს, გადასახადის სახეებს, ვადებს, დაანგარიშებას და დეკლარირებას.

კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს:

  • ვინც იწყებს ბუღალტერიის შესწავლას საწყისი საფეხურიდან
  • ვისაც გაქვთ გარკვეული შეხება ბუღალტერიასთან და გსურთ ცოდნის გაღრმავება

კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი შედგება 3 ეტაპისაგან:

  1. 1. თეორიული ნაწილი
  2. 2. კომპიუტერული ბუღალტერიის პროგრამა ORIS
  3. 3. პრაქტიკული ნაწილი (სტაჟირება)

თეორიული ნაწილი მოიცავს:

  • შესავალი: რა არის ბუღალტრული აღრიცხვა; ბასს; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმები
  • ანგარიშთა გეგმა
  • სალაროს ოპერაციები
  • ბანკის ოპერაციები
  • მოთხოვნების აღრიცხვა
  • სავაჭრო კრედიტორული ვალდებულებების აღრიცხვა
  • საგადასახადო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასესხო ვალდებულებების აღრიცხვა
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების აღრიცხვა
  • უკანდაბრუნებული საქონლის აღრიცხვა
  • რეალიზაციისა და დღგ-ს კორექტირება
  • წარმოების პროცესის აღრიცხვა
  • პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრა
  • კურსთაშორისი სხვაობები
  • საწესდებო კაპიტალის აღრიცხვა
  • შემოსვლებისა და ხარჯების აღრიცხვა
  • ხელფასთან დაკავშირებული ოპერაციები
  • იჯარის აღრიცხვა
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიმოხილვა და ძირითადი ასპექტები
  • ფინანსური შედეგის (მოგება-ზარალის) გაანგარიშება
  • საცდელი ბალანსის შედგენა

კურსის ხანგრძლივობა: 10 ლექცია. კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 საათი

კურსის ღირებულება: ჯგუფი - 220 ლარი (10 ლექცია)

მის: რუსთაველის გამზ.1 IV სადარბაზო IV სართული. (თავისუფლების მოედანთან).

ტელ: 298 30 06; 595 404 748; 597 000 741

ელ ფოსტა: newgen.ge@gmail.com