newgen.ge@gmail.com

გიდის შემსწავლელი კურსი


სასწავლო კურსი შეუძლია გაიაროს ნებისმიერმა მსურველმა. კურსს გაუძღვება კულტურის პოპულარიზაციის ცენტრის და კულტურ. ჯი-ს
დამფუძნებელი და დირექტორი თამარ კენჭოშვილი.

კურსი მოიცავს:

• გიდის ხელოვნების არსი და მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის
• ექსკურსიის სტრუქტურა, საექსკურსიო მენეჯმენტის არსი და მნიშვნელობა
• გიდის მიერ ექსკურსიის მომზადების ეტაპები, ექსკურსიის ტექნოლოგიური რუკა
• გიდის თხრობის ხერხები და მეტყველების კულტურა
• გიდის მიერ ექსკურსიის მომზადებისა და ჩატარების ტექნოლოგიებში წამოჭრილი ძირითადი პრობლემები, მათი გადაჭრის გზები
• სალაშქრო აღჭურვილობა და მისი გამოყენების წესები
• ტურისტებთან ურთიერთობა და კონფლიქტური სიტუაციების დარეგულირება
• ჩვენების მეთოდური ხერხები, პირობები და საფეხურები
• გიდის მიერ დროის მენეჯმენტის ცოდნა და გამოყენება
• გიდის ჟესტიკულაცია, მზერითი კონტაქტი, სივრცითი განლაგება და მათი მნიშვნელობა ექსკურსიის მსვლელობის დროს
• ჯგუფის მართვის სპეციფიკა
• გიდი და თანამედროვე ტექნოლოგიები
• ტურისტული პროცესის მონაწილეები და მათი უფლება/მოვალეობები
• ტურის დაგეგმვის და მენეჯმენტის ზოგადი საფუძვლები
• ტურისტებთან ურთიერთობის ძირითადი ფსიქოლგიური ასპექტები
• საქართველოს ტურისტული რესურსები
• კულტურულ-შემეცნებითი ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
• ღვინის ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
• სალაშქრო-სათავგადასავლო ტურის გიდის პროფესიული უნარ-ჩვევები
• თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ტურისტულ მარშრუტებზე
• თემატური ტურების დაგეგმვა, დამუშავება, რეალიზება
• საავტორო ტურზე მუშაობის პრინციპები
• პირველადი სამედიცინო დახმარება
• პიროვნული ზრდის, წარმატებული კომუნიკაციის და საკუთარი თავის სწორად რეალიზაციის მასტერ კლასი.

პრაქტიკული კურსის პროგრამა: (დამატებით)

გასვლითი ტურები საქართველოს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებში:
თბილისი, მცხეთა, ანანური, კახეთი, ახალციხე, ყაზბეგი.


კურსის ღირებულება: 350 ლარი (12 ლექცია - 1 თვე)
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1,30 სთ.

მსმენელები პრაქტიკას გაივლიან სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოში.
წარჩინებული მსმენელები დასაქმდებიან.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.





ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი ©2015