newgen.ge@gmail.com

სასტუმროს მენეჯმენტის და მომსახურების ხელოვნების კურსი


ტრენინგ ცენტრი ,,ნიუ გენი" გთავაზობთ დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი მიმართულების-ტურიზმის სფეროს დარგშიკადრების მომზადებას კვალიფიციური სპეციალისტის მიერ, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეალურ შანსს, რომ მიიღოთ სრულყოფილი ცოდნა ტურიზმის სფეროში საკუთარი ბიზნესის დაწყებისა და მართვის კუთხით. პროგრამის შესწავლის პროცესში გეძლევათ საშუალება თვალსაჩინო მასალის ფონზე თავად ჩაერთოთ სასტუმროსთვის დამახასიათებელ ძნელად სამართავ პროცესებში, ეძებოთ პრობლემების გადაჭრის სხვადასხვა გზები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპით, რაც საშუალებას გაძლევთ სწორად მართოთ თქვენი პროფესიული და წარმატებული კარიერული წინსვლა.

კურსის განმავლობაში მიიღებთ სასწავლო მასალებს.

კურსი მოიცავს:

1. სასტუმროს მენეჯმენტის ზოგადი მიმოხილვა
2. ტურიზმი და სასტუმროს სფეროს საქმიანობა
3. სასტუმროს მარკეტინგული მართვა
4. სასტუმროს ბიზნესის განვითარების ეტაპები
5. სასტუმროს მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მონიტორინგი და ხარისხის მართვა
6. სასტუმროს კლასიფიკაცია
7. თანამედროვე სასტუმროების ძირითადი სამსახურები, მათი მოვალეობები და მომსახურების ხარისხის მართვა
8. საოჯახო სასტუმროების, მცირე და დიდი ზომის სასტუმროების მართვა
9. დაჯავშნის გლობალურ-ელექტრონული სისტემები
10. სტუმრების განთავსების გეგმის შედგენა (სტუმრების მომსახურების ზედამხედველობა, მიღება-განთავსება, კვება, უსაფრთხოება)
11. სასტუმროს პერსონალის მართვის მეთოდები და სტილი
12. სასტუმროს ცალკეული განყოფილებების თანამშრომელთა უფლება-მოვალეობები (შვეიცარი, ბელბოი, კონსიერჟი და სხვა).
13. სასტუმროს მენეჯერისა თუ ლიდერის როლის სწორად მორგება კლიენტთან ურთიერთობაში.
14. მომსახურების როლის წარმმართველი როლი სასტუმროს ბიზნესის წარმატებაში
15. ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების მართვა სასტუმრო ინდუსტრიაში
16. სასტუმროს ოპერაციული პროცესები და ტექნოლოგიური ციკლი
17. პრობლემური სიტუაციების მართვა
18. სიტუაციური ვიდეო მასალების ჩვენება
19. კონკურენცია სასტუმროს ბიზნესში

კურსის ღირებულება: 300 ლარი (12 ლექცია - 1 თვე).
მეცადინეობა ტარდება კვირაში 3-ჯერ. ლექციის ხანგრძლივობაა 1 სთ.
სურვილის შემთხვევაში სტაჟირება ერთი თვე - 200 ლარი.

ტრენინგს უძღვება ელენე ქურდაძე: მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კვალიფიციური პრაქტიკოსი მენეჯერი სასტუმროს მართვისა და ადმინისტრირების ინდუსტრიაში.

კურსის ბოლოს გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.
მიღება წარმოებს წინასწარი ჩაწერით.





ტრენინგ ცენტრი ნიუ გენი ©2015